კონტენტზე გადასვლა
Google Play Games
მთავარი კონტენტის დასაწყისი.
Google Play Games

შეუფერხებელი თამაში მობილურსა და პერსონალურ კომპიუტერზე

მოძებნეთ თქვენი თამაში

დაათვალიერეთ მსოფლიო მასშტაბის კატალოგი 200 000-ზე მეტი თამაშით მობილურისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის და იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი თამაში

შეაგროვეთ ჯილდო

მიიღეთ Google Play Points1, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ თამაშების შესაძენად და ისარგებლეთ პრივილეგიებით, როგორც Points-ის წევრმა

მიიღეთ განახლებები თამაშების შესახებ

განახლებები თქვენი საყვარელი თამაშებისა და თამაშებში თქვენი მიღწევების შესახებ თავმოყრილია „თქვენ“ ჩანართში2

გაგრძელების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელფოსტას პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი Google Play Games-ისგან.
მეტის სანახავად გადააადგილეთ

ითამაშეთ შეუფერხებლად თქვენს მოწყობილობებზე

დაასინქრონეთ თქვენი თამაშების ბიბლიოთეკა და პროგრესი3, რომ იქიდან გააგრძელოთ, სადაც შეჩერდით — გზაში თამაშობთ ტელეფონით თუ დიდ ეკრანზე, მართვის მეტი საშუალებით, პერსონალურ კომპიუტერზე.

იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი თამაშები

Google Play Games 200 000-ზე მეტ თამაშს გთავაზობთ მობილური მოწყობილობებისა და პერსონალური კომპიუტერისთვის, ამიტომაც ყველა იპოვის თავის შესაფერისს. მიიღეთ რეკომენდაციები და დეტალური ინფორმაცია თითოეული თამაშის შესახებ, რომ გაერკვეთ, რომელი თამაში მოგეწონებათ შემდგომში. გადახედეთ თამაშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.

Play Points-ის შეთავაზებები
Play Points
პრიზები და ჯილდოები
მონეტები
ნიშნები

ითამაშეთ თქვენებურად და მიიღეთ ჯილდოები

განბლოკეთ შემდეგი დონის ჯილდოები Google Play Points-ით — Google Play-ს დაჯილდოების პროგრამა, სადაც შეგიძლიათ ქულებისა და ჯილდოების გამომუშავება და მათი თამაშს-შიდა ერთეულების ფასდაკლებისთვის გამოყენება. რაც უფრო მეტ Play Points-ს გამოიმუშავებთ, უფრო მეტ საუკეთესო ჯილდოს, პრივილეგიასა და იმ გამოცდილებებს განბლოკავთ, რომელსაც ფულით ვერ იყიდით. ახლავე გაწევრიანება1.

უწყვეტი სერიები
ფასდაკლებები
თამაშები
მიღწევები

ორგანიზებული ინფორმაცია ვიდეო თამაშების შესახებ

„თქვენ“ ჩანართის მთავარი ნაწილი თქვენი მოთამაშის პროფილია. მობილურში პროფილის ხატულაზე დაწკაპუნებით მარტივად და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახვიდეთ „ჩემი ჩანართიდან“ მოთამაშის პროფილზე. ერთი პროფილით, მობილურში და პერსონალურ კომპიუტერზე შეგიძლიათ, მარტივად ადევნოთ თვალი თქვენი თამაშების სტატისტიკას, უწყვეტ სერიებს, პროგრესსა და მიღწევებს. ყველა მიღწევა, ყველა გამარჯვება — აქ შეგიძლიათ ამ ყველაფრის აღნიშვნა.

იყავით ინფორმირებული და ითამაშეთ

Play Games Sidekick, Gemini Live-ით, ახალი დამხმარეა თამაშისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას თქვენს სტატისტიკურ მონაცემებზე, მიღწევებსა და რჩევებზე, თამაშიდან გაუსვლელად. თამაშის დროს, ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ ხმოვანი მინიშნებები Gemini Live-ისგან, რეალური დროის რეჟიმში. Sidekick ხელმისაწვდომია მხოლოდ ისეთი თამაშების თამაშისას, რომლებიც ჩამოტვირთულია Play-დან და მალე გამოჩნდება მობილურ მოწყობილობებზე.

დაიცავით თქვენი თამაშები Google-ის მეშვეობით

ითამაშეთ თავდაჯერებულად მობილურში და პერსონალურ კომპიუტერზე Google-ის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებითა და დაცვით. Google Play უშვებს უსაფრთხოების 10 000-ზე მეტ შემოწმებას ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ყველა თამაშზე, რათა უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემებისა და მოწყობილობების უსაფრთხოება.

ხშირად დასმული კითხვები

Google Play Games მოწყობილობათშორის თამაშს უფრო შეუფერხებელს ხდის და აუმჯობესებს თამაშის გამოცდილებას მობილურზე, ტაბლეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე. ეს გამოცდილება მოიცავს ერთიან სათამაშო პროფილს მობილურისა და პერსონალური კომპიუტერისთვის, თამაშების დიდ კატალოგს, რომელთა თამაშიც ყველა მოწყობილობაზეა შესაძლებელი, თამაშისას მოსაპოვებელ ჯილდოებს, მოწესრიგებულ ინფორმაციას თამაშის შესახებ და Play Games-ის დამხმარეს, Gemini Live-ით, რომელიც არის თამაშის საცნობარო პანელი და თამაშიდან გაუსვლელად გაძლევთ ინფორმაციაზე მარტივ წვდომას. „თქვენ“ ჩანართი და დამხმარე პირველად ეშვება მობილურზე.
მობილურზე დასაწყებად:
  1. გახსენით Google Play Store აპი Android-ზე
  2. შეეხეთ თქვენი პროფილის სურათს
  3. შეეხეთ ღილაკს „Google Play Games-ში გაწევრიანება“
  4. მიჰყევით ნაბიჯებს მოთამაშის პროფილის შესაქმნელად.

ასევე, შეგიძლიათ, პერსონალური კომპიუტერიდან გაწევრიანდეთ Google Play Games-ში:
  1. ჩამოტვირთეთ Google Play Games თქვენს Windows-ის ოპერაციული სისტემის მქონე დესკტოპ მოწყობილობაზე ან ლეპტოპზე
  2. გახსენით .exe ფაილი და მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას.
  3. პროგრამის „Google Play Games პერსონალურ კომპიუტერზე“ მეშვეობით თქვენი ანგარიშის დაყენებით ავტომატურად დაყენდება Google Play Games პროფილი. ყველაფერი მზად არის.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ ჩვენი დახმარების ცენტრის სტატია. პროგრამა „Google Play Games პერსონალურ კომპიუტერზე“ ხელმისაწვდომია 140-ზე მეტ რეგიონში. ამ რეგიონებში ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სათანადო მოწყობილობას, შეუძლია პერსონალურ კომპიუტერზე თამაში.
დიახ. Android მობილური მოწყობილობის გარეშეც კი შეგიძლიათ, გამოცადოთ Google Play Games თქვენს Windows პერსონალურ კომპიუტერზე. ბევრი თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია iOS მობილურ მოწყობილობებზე, შეგიძლიათ, ითამაშოთ Google Play Games-ში (პერსონალურ კომპიუტერზე).
ერთ Google ანგარიშზე მოთამაშის მხოლოდ ერთი პროფილის დამატება შეგიძლიათ. თუ რამდენიმე Google ანგარიში გაქვთ, შეგიძლიათ, შექმნათ მოთამაშის რამდენიმე პროფილი.
არა, თანხის გადახდა არ გიწევთ Google Play Games-ის მობილურ მოწყობილობაზე ან პერსონალურ კომპიუტერზე გამოყენებისთვის. თუმცა თამაშისას, შესაძლოა, მოგიწიოთ თამაშისთვის ან თამაშს-შიდა ერთეულებისთვის გადახდა.
ჩვენ სხვადასხვა მოწყობილობაზე თამაშების დიდ არჩევანს გთავაზობთ. შეიტყვეთ, რა არის ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობასა და პერსონალურ კომპიუტერზე.
თამაშების Android მობილურ მოწყობილობაზე დასაინსტალირებლად გახსენით Google Play Store, მოძებნეთ თამაში და დააჭირეთ ღილაკს „ინსტალაცია“. პერსონალურ კომპიუტერზე თამაშების დასაინსტალირებლად კი თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე Google Play Games-ის დაყენების შემდეგ მოძებნეთ თამაში და დააწკაპუნეთ ღილაკს „ინსტალაცია“.
თუ Google Play Games-ში არ გავწევრიანდებით, თქვენს Android მობილურ მოწყობილობაზე არ გექნებათ წვდომა ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა „თქვენ“ ჩანართი და Play Games-ის დამხმარე.
შეიტყვეთ, როგორ წაშალოთ თქვენი Play Games პროფილი აქ.
თქვენი პერსონალური კომპიუტერი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მინიმალურ მოთხოვნებს:
  • Windows 10 (v2004)
  • ინფორმაციის ფლეშ დამგროვებელი (SSD) მეხსიერების 10 გბაიტი ხელმისაწვდომი სივრცით
  • IntelⓇ UHD Graphics 630 GPU ან ანალოგიური სპეციფიკაციები
  • 4 CPU ფიზიკური ბირთვები
  • 8 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება
  • Windows-ის ადმინისტრატორის ანგარიში
  • აპარატურის ვირტუალიზაცია ჩართული უნდა იყოს

Google Play Games

შემოგვიერთდით

გაგრძელების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელფოსტას პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი Google Play Games-ისგან.