რატომ ვყიდით რეკლამას
და არა ძიების შედეგებს.

რატომ ხდება ისე, რომ სამყაროში, რომელშიც თითქოს ყველაფერი იყიდება, რეკლამის განმთავსებლები ვერ ყიდულობენ საუკეთესო ადგილს ჩვენს ძიების შედეგებში?

პასუხი მარტივია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ Google-ის მეშვეობით მოძიებულს უნდა ენდობოდეთ. ჩვენი მიდგომა ძიებისადმი თავიდანვე მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებს ყველაზე რელევანტური პასუხები და შედეგები მივაწოდოთ.

Google-ის ძიების შედეგები ითვალისწინებს არა მხოლოდ ვებგვერდისადმი მიმართულ ბმულებს, არამედ იმასაც, თუ რამდენად შეესაბამება ამ გვერდის კონტენტი თქვენს საძიებო ფრაზას. ჩვენი ძიების შედეგები ასახავს იმას, რაც ონლაინ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და არა იმას, რაც ჩვენი თუ ჩვენი პარტნიორების აზრით უნდა ნახოთ.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, რელევანტური რეკლამა და კონკრეტული ძიების შედეგები შეიძლება თანაბრად სასარგებლო იყოს, არ გვსურს, ვინმე დაიბნეს და ერთი მეორისგან ვერ გაარჩიოს.

ყოველი რეკლამა Google-ში გარკვევით არის მონიშნული და განცალკევებულია კონკრეტული ძიების შედეგებისგან. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ გადაიხადონ მეტი სარეკლამო არეში უფრო მაღალ პოზიციებზე გამოსაჩენად, თვით ძიების შედეგებში უკეთესი ადგილის ყიდვა არავის შეუძლია. გარდა ამისა, რეკლამა ნაჩვენებია მხოლოდ მაშინ, როცა იგი თქვენ მიერ შეყვანილ საძიებო ფრაზებს შეესაბამება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ რეკლამას ხედავთ, რომელიც რეალურად სასარგებლოა.

ზოგიერთი ონლაინ სერვისის შექმნელები არ ფიქრობენ, რომ ძიების შედეგების და რეკლამის გამიჯვნა ასეთი მნიშვნელოვანია.

ეს არ გვეხება ჩვენ.